საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო კონფერენცია „კავკასიის აღქმა მითებსა და ლიტერატურაში ანტიკურობიდან თანამედროვეობამდე”

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით იწყებს განაცხადების მიღებას საერთაშორისო კონფერენციისთვის „კავკასიის აღქმა მითებსა და ლიტერატურაში ანტიკურობიდან თანამედროვეობამდე”, რომელიც ჩატარდება თბილისში 2023 წლის 20-23 სექტემბერს. კონფერენცია დაფინანსებულია სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ და ის აგრძელებს იენისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების ერთობლივი კონფერენციების ტრადიციას.

თეზისების (300-600 სიტყვის მოცულობით)  გაგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 30 აპრილი. საკონტაქტო ელ. ფოსტა:   greekstudies@tsu.ge

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხ. დანართი.

 

თარიღი: 15/02/2023